ძვირფასო მომხმარებლებო!

ინფორმაციის არასწორად გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტეთ საჯაროდ განვმარტოთ მომხდარი ფაქტი.

2025 წლის 16 თებერვალს კლუბში (შპს “ფიტნეს ვან” საიდენტიფიკაციო ნომერი 405523483 საფირმო დასახელება “პრაიმ ფიტი” - Prime Fit) მოხდა ელექტროენერგიის გათიშვა (ვურთავთ თელასის-ს ოფიციალურ დასტურს), რის შედეგადაც 12:05 საათზე საბავშვო აუზის დოზირების სისტემა დროებით მწყობრიდან გამოვიდა.

15:45 საათზე, ხელახლა,ავტომატურად ჩაირთო და წყალში მოხვდა რეაგენტების ნორმაზე მაღალი რაოდენობა.

ინციდენტის შემდეგ, ბავშვმა(რომელსაც უტარდებოდა ცურვის გაკვეთილი) და ორმა თანამშრომელმა დაუყოვნებლივ დატოვეს აუზი. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზაცია. აუზის მუშაობა მაშინვე შეჩერდა.

ჩვენ გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ბავშვის ოჯახი, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა, და მზად ვართ, სრულად ავანაზღაუროთ ყველა აუცილებელი ხარჯი.

ამ დროისთვის, ინციდენტში მონაწილე პირების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ჩვენ ვაცნობიერებთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი კლიენტებისა და მათი შვილების წინაშე გვაკისრია და სწორედ ამიტომ, იმ სამი დღის განმავლობაში, როდესაც აუზი არ ფუნქციონირებდა, გავატარეთ ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა მსგავსი შემთხვევის განმეორება გამოირიცხოს:

  • დამონტაჟდა დამატებითი მონიტორინგის სისტემა, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ავტომატურად აგზავნის შეტყობინებას მთავარი ინჟინრის მოწყობილობაზე.
  • დამატებით დაინსტალირდა უსაფრთხოების სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ავტომატურად რეაგირებენ მსგავს შემთხვევებზე.
  • ვურთავთ კომპანია ნეპტუნის ოფიციალურ დასტურს, რომელიც ჩვენი აუზების ტექნიკურ მომსახურებაზეა პასუხისმგებელი და ადასტურებს, რომ საბავშვო აუზის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.

მადლობას გიხდით ნდობისთვის და გვინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.