წინამდებარე “კონფიდენციალურობის პოლიტიკა” (შემდგომში “პოლიტიკა”) შემუშავებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ფიტნეს ვან”-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი 405523483, მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №71) (შემდგომში “კომპანია”) მიერ და კომპანია წარმოადგენს პერსონალური მონაცემების მმართველს, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შემსრულებელს (დოკუმენტი№ 5669, მიღების თარიღი 28/12/2012). წინამდებარე პოლიტიკა განეკუთვნება თანამშრომლების, მნახველებისა და კლიენტების (შემდგომში – პერსონალური მონაცემების სუბიექტები) მიერ საშინაო ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებში, ელექტრონული ფოსტით წარმოებულ მიმოწერებში, ციფრულ დანართში, გამოკითხვებში, ხელშეკრულებებსა და სხვა წყაროებში წარმოდგენილი ყველა სახის პერსონალური მონაცემის დამუშავებას.

  1. მონაცემთა დამუშავებისას კომპანია დაიცავს შემდეგ პრინციპებს:
1.1. მონაცემები დამუშავდება სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
1.2. მონაცემები დამუშავდება, მხოლოდ კონკრეტული კაფიოდ განსაზღვრული, არამართლსაწინააღმდეგო მიზნებისთვის;
1.3. მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ დოზით, რაც აუცილებელი იქნება შესაბამისი მიზნების მისაღწევად;
1.4. მონაცემებს კომპანია, კომპანიაში მომუშავე პერსონალი და ყველა ის პირი ვისაც კომპანია ანდობს მონაცემთა სუბიექტის ინფორმაციას, შეინახავს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად.
2.კომპანია მონაცემებს გადაამუშავებს მხოლოდ შემდეგი საფუძვლით:
2.1. არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
2.2. მონაცემთა დამუშავება სავალდებულოა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში;
2.3. მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის ინტერესების (სუბიექტის განცხადების განსახილველად; ხელშეკრულების დასადებად; სუბიექტისთვის ან მესამე პირისთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად) დასაცავად.
3.პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა დაცულია კომპანიის მხრიდან. კომპანია და სხვა პირები, რომლებმაც მიიღეს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ვალდებულნი არიან არ გაუმჟღავნონ მესამე პირებს და არ გაავრცელონ პერსონალური მონაცემები პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობის გარეშე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4.კომპანია პერსონალურ მონაცემებს შეაგროვებს და გამოიყენებს შემდეგი მიზნებისთვის:
4.1. გააუმჯობესოს და უფრო მომხმარებელზე მორგებული გახადოს შესაბამისი ვებგვერდი/ვებგვერდები;
4.2. გააუმჯობესოს და უფრო მომხამრებელზე მორგებული გახადოს შესაბამისი სოციალური ქსელი/ქსელები;
4.3. კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მასალა მოერგოს ისე, რომ უფრო პერსონალიზებულად ისარგებლოს მომხმარებლებმა და მათი ყურადღება მივაპყროთ ფიტნეს კლუბის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებებს, რომლებმაც შეიძლება დააინტერესოს მომხმარებლები;
5.პერსონალური მონაცემების სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, თუ ეს უფლება არ არის შეზღუდული მოქმედი კანონმდებლობით. პერსონალური მონაცემების სუბიექტს უფლება აქვს მოსთხოვოს კომპანიას მისი პერსონალური მონაცემების დაზუსტება, მათი დაბლოკვა ან განადგურება.
6.პერსონალური მონაცემების დამუშავება საქონლის, სამუშაოების, მომსახურების ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით პოტენციურ მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის დამყარებით, კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, დასაშვებია მხოლოდ სუბიექტის წინასწარი თანხმობით. პერსონალური მონაცემების მითითებული დამუშავება აღიარებულია, როგორც განხორციელებული პერსონალური მონაცემების სუბიექტის წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანია დაამტკიცებს, რომ ასეთი თანხმობა იქნა მიღებული. კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პერსონალური მონაცემების სუბიექტის მოთხოვნით მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება ზემოაღნიშნული მიზნებისთვის.
7.კომპანიის, როგორც პერსონალური მონაცემების მმართველის, სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართელოში მოქმედი კანონმდებლობით პერსონალური მონაცემების სფეროში. კომპანიაში დასაქმებული პირები, რომლებიც დამნაშავენი არიან პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის წესების დარღვევაში, ეკისრებათ მატერიალური, დისციპლინური, ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობებით დადგენილი წესით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში კომპანია მომხმარებლის კონფიდენციალურ ინფორმაციას დაამუშავებს მხოლოდ მისი თანხმობით (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებაზე ან/და შემდგომში უკვე გადაცემული ინფორმაციის გამოყენებაზე.

კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაზე თანხმობისას, იგულისხმება, რომ მომხმარებელს გააზრებული აქვს წინამდებარე პოლიტიკა და იგი იცნობს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.